ახლა მთავარია სააკაშვილს ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია – ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტს თვითდესტრუქციის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ.

„მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის თვითდაზიანება, რომელსაც ის ეწევა. რომ მიიღოს შესაბამისი დანიშნულებით უზრუნველყოფილი როგორც საკვები, ასევე სამედიცინო დახმარება, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ახლა მთავარია ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share