BBC წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოში მისვლის შემდეგ
ოფიციალურად დაკავებულია და სასამართლო პროცესის წინ ის პოლიციის პატიმრობაში იმყოფება.
სასამართლოს გარეთ კი, სადაც ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი, ვნებათაღელვაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო შეხლა-შემოხლაც, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.
ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ.