101 წლის ბრიტანელი ქალის თქმით….მისი დღეგრძელობისა და სიძლიერის საიდუმლო…..ბალეტშია

101 წლის ბრიტანელი ქალის თქმით, მისი დღეგრძელობისა და სიძლიერის საიდუმლო ბალეტშია,

წერს Goodnews Network. ქალი კვირაში რამდენიმე საათს კვლავ ბალეტის ძელთან ატარებს.

დინკი ფლაუერსმა გაამხილა, რომ სამი წლის ასაკიდან ცეკვავს. დაინახა, თუ როგორ ცეკვავენ ბალერინები, ბრიტანელი მცირეწლოვან ასაკში მიხვდა, რომ მასაც იგივე სურდა.

 

გარდა ამისა, პენსიონერი ატარებს გაკვეთილებს თავის ცეკვის სკოლაში. ”მე უბრალოდ მიყვარს ცეკვა, ყოველთვის მიყვარდა და ყოველთვის ვიცეკვებ. ყველას ვურჩევდი, დაიწყონ ცეკვა, რათა შეინარჩუნონ სხეულისა და გონების ახალგაზრდობა“, – ამბობს დინკი.

ორიოდე წლის წინ დინკი ფლაუერსს დებიუტი ჰქონდა ტელევიზიაში, რომელმაც მაყურებელი მოიხიბლა თავისი პლასტიურობითა და ჰაეროვნებით. ქალი თავისუფალ დროს შვილიშვილებთან ატარებს, რომლებსაც ცეკვის ხელოვნებასაც ასწავლის.

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ. შეიძლება იყო 30 ან 100, მაგრამ სანამ მოძრაობთ, კარგ ფორმაში ხარ“, – დარწმუნებულია ის.

mkurnali.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share