bm.ge 2022 წლის იანვარში საქათველოს ექსპორტი 48%-ით, 331.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მატებაა ყველა ძირითადი საექსპორტო საქონლის მიმართულებით.
ექსპორტში $66 მილიონით პირველ ადგილზეა სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი, მეორე პოზიციაზე მსუბუქი ავტომობილები, მესამეზე კი ფეროშენადნობები.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 66.3 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 33.5%;

2. მსუბუქი ავტომობილები – 36.4 მლნ დოლარი, ზრდა – 46.2%;

3. ფეროშენადნობები – 31.4 მლნ დოლარი, ზრდა – 35%;

4. აზოტოვანი სასუქები – 17.4 მლნ დოლარი, ზრდა – 195%;

5. ღვინოები – 14.7 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 69%;

6. მინერალური და მტკნარი წყლები – 11.3 მლნ დოლარი, ზრდა – 29%;

7. მედიკამენტები – 11 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 275%;

8. სპირტიანი სასმელები – 8.8 მლნ. დოლარი, მატება წინა წელთან 27%;
9. თხილი და კაკალი – 7.6 მლნ დოლარი, ზრდა – 5.6%;

10. ოქრო – 6.7 მლნ დოლარი, მატება წინა წელთან 153%

სხვა დანარჩენი საქონელი – 119 მლნ დოლარი, ზრდა – 43%.








