განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აცრილია. სამინისტროს ცნობით, სფეროს წამომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამინისტროში ასევე ამბობენ რომ იმუნიზაციის პროცესის გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.