პროფესორ ფონ ნორდმანის მოგზაურობა გურიაში
ულამაზესი პროვინციის გურიის ან გურიელის ქალაქ ოზურგეთში კაზაკების პოსტზე ხანგრძილივი დროით გავჩერდით.
შეკვეთილიდან ოზურგეთი დაშორებულია არაუმეტეს 25 ვერსტისა. ზედა გზა და ადგილმდებარეობა ულამაზესია; გათენებიდან გვიანღამემდე ისმის მხიარული გურულების ხალისიანი სიმღერები, რომელსაც ისინი მღერიან თავიანთი სავარგულების დამუშავების ან სხვა ნებისმიერი სამშაოს შესრულეებისას. ჩვენს მძიმე მოგზაურობაში ეს ადგილი დასასვენებლად განსაკუთრებულად საამური გალხდათ.
რედუტ კალედან 12-15 მილის მოშორებით ზღვიდან ჩანს ახალციხის უზარმაზარი ქედი, რომელთა ნაწილს ეწოდება აჭარის მთები. ეს მთები განფენილია სამხრეთდასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და უერთდება ანატოლიისა და სურამის ქედებს.
ასე და მაგვარად ოზურგეთში ჩასულმა მივაღწიე ჩემი მოგზაურობის მთავარ მიზანს, ჩემი დიდი სურვილი გახლდათ ავსულიყავი ამ მთებზე და ზედმიწევნით შემესწავლა ადგილმდებარეობა. ასევე ვაპირებდი დამეთვალირებინა ღიშესანიშნავი ადგილები: ლიხაურის სიმაგრე, შემოქმედის მონასტერი და მდინარეების სუფსისა და ნატანების ხეობები.
პირველი შეტევა განვახორციელეთ იმ ქედზე ასვლით, რომლის მწვერვალსაც „კაცისთავანი“ (ან კაცისთავა) ჰქვია.
ბილიკი მთის ძირიდან მწვერვალამდე წყლითაა ჩამორეცხილი და ძალიან ვიწროა. იგი მიემართება ზევით ტერასისებული 30 ბექობზე, რომლის ზემოთ ხშირი ბუჩქნარია, ბექობებს მიღმა ყველა მხარეს ღრმა უფრსკულები და ციცაბო ფერდობებია, ამ გზაზე გადაადგილება მგზავრებისაგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
პირველი ღამე ოზურგეთისდან 18 ვერსტში მდებარე სოფელ ვაკიჯვარში გავათიეთ, მოგზაურობის მეორე დღეს გზის გავიარეთ და ღამით თავი შევაფარეთ გულგამოფიტულ ხეს. მესამე დღეს ავფორთხდით მთის მწვერვალზე, საიდანაც მოსჩანდა უზარმაზარი სივრცე, რომელიც დაღარული იყო ღრმა ხეობებით და მორთული იყო მრავალფეროვანი ალპური მცენარეებით. პატარა მოედანზე, რომელსაც „სომლიას“ ეძახიან გავიკეთეთ კარავი, როდესაც ღრუბელი გაიფანტა ჩემს ერთერთ მეგზურთან ერთად გავემართე 8 ვერსტზე დაშორებული ადგილისაკენ, რომელსაც ერქვა „კამბეჩ-სარჩობი“ (კამეჩების საღრჩობელა). ადგილზე მისვლისას თვალწარმტაცი ადგილი გადაიშალა, რომლის ცქერით დიდხანს ვტკბებოდი. თვალი მოვავლე ჩემ თვალწინ აღმართულ აფხაზეთის, სვანეთის, წებელდის, ლეჩხუმის და რაჭის მთებს, კავკასიის ქედის ცენტრალურ ნაწილს და დიდებული იალბუზის დათოვლილ მწვერვალს. მეორე მხრიდან ახალციხის მთები ფარავდნენ არარატს, რომლის დანახვაც აქედან შესაძლებელი იქნებოდა. ყველაფერთან ერთად დავრწმუნდი, რომ აქაური ფლორის ზუსტი აღწერისათვის საჭირო იყო ადგილზე ორი კვირით დარჩენა, რადგანაც შეგროვებული მცენარეების გაშრობა ადგილზევე უნდა მომხდარიყო.
საღამოს უკან დაბრუნებისას სცენა სრულიად შეიცვალა, უცებ ჩვენ გარს შემოგვეტყა სქელი და სუსხიანი ნისლი; სეტყვამ და თოვლმა ეს თვლწარმტაცი ლანდშაფტი ბნელი უკუნით ისე დაფარა, რომ მე და ჩემმა მეგზურმა ძვლივს მივაგენით კარავს. ღრმა თოვლში ხეიტიალის შემდეგ კარავში შესვლისას მივხვდით, რომ იგი არ გამოდგებოდა თოვლისა და უამინდობისაგან დასაცავად, იქვე ვნახეთ ჩემი მეგობარი და მსახური, რომლებიც თოვლით იყვნენ დაფარული, ორივეს ციება შეყროდათ და ცუდად იყვნენ, ჩვენ კი ამ დროს 8400 ფუტის სიმაღლეზე ვიმყოფებოდით ღია ცის ქვეშ, ყველანი ალბად დავიღუპებოდით შუაღამისას ქარი, რომ არ ჩამდგარიყო. ქარის ჩადგომის შემდეგ დავეშვით ქვემოთ 1500 ფუტით ქვემოთ და დიდი გაჭირვებით იელის (Pinus orientalis) ბუჩქების ტოტებს შევაფარეთ თავი.
მეორე დილით თოვლს, რომ არ დავეფალით სწრაფად დავიწყეთ უკან დაბრუნება, ბილიკი მთლიანად გადარეცხილი იყო ხანგრძლივი წვიმისაგან და გადაადგილება უკიდურესად გაძნელებული იყო, შუაღამისას ძვლივს მივაღწიეთ მთის პატარა მოედანზე არსებულ თავშესაფარამდე.
ჩვენი ექსპედიის შემდგომი ყველაზე დიდი წინაღობა აღმოჩნდა ჩემი ციებცხელება, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩემი თანამგზავრი ასევე ავადმყოფობისგან დაუძლურებული გახლდათ მთელი ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება მოსამსახურეს მას ორივე ფეხი მოყინული ჰქონდა და სევასტოპოლის კარანტინში ჩასვლამდე ავადმყოფობდა, ავად გახდომის შემდგომ მოგზაურობისას მას ჩვენთვის არანაირი დახმარების გაწევა აღარ შეეძლო.
კაზაკების პოსტზე მკურნალობის დროს შემოგარენში არსებული მცენარებით ვავსებდით ჩვენს კოლექციას. ამ პერიოდში სომლიის მთაზე (გურიის ოლქის უფროსის ბატონი ორლოვის ბრძანებით, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობდა ჩვენს საქმიანობას) ჩვენთვის ხის მორებისაგან აშენებდნენ ქოხს, რომელიც სამ კვირაში დაასრულეს.
16 ივნისს მეგობართან ერთად მეორეჯერ გავემგზავრე მთაში, მაგრამ ჩემმა ავადმყოფობამ საშუალება არ მომცა მივსულიყავი დანიშნულების ადგილზე და უკან დავბრუნდით.
21 ივნისის უკვე მესამედ დავიწყეთ მთებში ასვლა, უფრო სწორედ მთლიანად გავიარეთ გზა და ავედით მთაზე. ხუთი დღე გავატარეთ სომლიის მთის მწვერვალზე ახლად აშენებულ ქოხში და ამის შემდეგ გადავედით 15 ვერსტით მოშორებულ ადგილზე დანგრეულ ქოხში, სადაც ოდესღაც აჭარელი მწყემსები ცხოვრობდნენ. ამ ადგილს ჰქვია „ბაისურანი“, იგი მდებარეობს მთის სამხრეთაღმოსავლეთ ფერდობზე, კავკასიური როდოდენდრონის (Rhododendron Caucasicum) ზოლში. ეს მარადმწვანე დიდებული ბუჩქი, როგორც ცნობილია მუდმივი თოვლის ცოტათი ქვემოთ ხარობს.
ყოველდღიურად ვაწყობდი ცხენით შორ მანძილზე გადასვლებს, რის შედეგადაც გამოვიკვლიე იმ მდინარის სათავე, რომელიც მტკვარის ერთვის (გურულად – წიფლისწყალი) და რომელიც ისევე როგორც მდინარეების ნატანების, კვარისწყალის, ბახვისწყალის და ნაგორევის სათავეები გამოედინება მთის მწვერვალიდან, რომელსაც „ჯვარიუღვთო“ ჰქვია (რაც ნიშნავს უღმერთო ჯვარს).
ამგვარად მოვიარეთ მწვერვალები: „კაცისთავანი“, „ქორისბუდე“, „კამბეჩისსაღრჩობი“, „შტილია“, „დიდივაკე“, „ზედწელი“, „მერიე“, „პურნები“, „საყორნია“, ვუახლოვდებოდით თურქეთის სამფლობელოებს, ბათუმსა და ქობულეთთან ახლოს, სრულიად შევისწავლეთ მთები 70 ვერსტის შემოგარენში.
აქ მე აღმოვაჩინე რამდენიმე აქამდე უცნობი მწერისა და მცენარის სახეობა, რომელთაგან ერთერთმა – სოჭის ახლმა ნაირსახეობამ, რომელსაც 60 ფუტამდე სიმაღლე აქვს დამაჯილდოვა ყველა იმ ტანჯვისათვის, რომელიც მე გადავიტანე (სოჭის ამ სახეობას შემდეგში ეწოდა მისი აღმომჩენის სახელი – Abies nordmanniana).
ორი კვირის განმავლობაში უკვე შეჩვეული ვიყავით სხვადასხვა სახის საჭიროებების უკმარისობას, ეს დრო ჩვენ გავატარეთ ადამიანებისაგან დაშორებით და დაკავებული ვიყავით მხოლოდ მეცნიერებით. ვცხოვრობდით დიდ სიმაღელზე, სუფთა და მსუბუქ ჰაერზე, ვტკბებოდით ჩვენი სულის ხალისიანი განწყობით. ჩვენს საკვებს წარმოადგენდა კალმახი და გარეული თხის ხორცი, – თუ რაიმე გაჭირვება გვქონდა ეს იყო ძლიან მწარედ მკბენარი პატარა ბუზები, კვამლი და სიცივე. ვინაიდან ბუზები კვამლსა და ცეცხლს არ ეკარებოდნენ ვცდილობდით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მთელი დღეები კოცონთან ახლოს გაგვეტარებინა.
დღისით თერმომეტრი აჩვენებდა არაუმეტეს 16 და არანაკლებ 4 გრადუსისა, ხოლო ღამით მზის ამოსვლამდე ვერცხლისწყალი არ სცილდებოდა ყინვის ნიშნულს. ჩვენს ქვემოთ ისმოდა მეხის გავარდნა და ანათებდა ელვა, 2 აგვისტოს ისევ გათოვდა.
ოზურგეთში დაბრუნებისას დავიწყე გურიის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოგროვება, გავიცანი ყველაზე საპატიო თავადები, ვეცნობოდი ადგილობრივ საოჯახო ცხოვრებას და ვცდილობდი შემეგროვებინა ინფორმაცია გურულების წესჩვეულებათა შესახებ.
ყველა კავკასიელ ხალხთან (რომელიც კი ოდესმე მინახავს) შედარებით პატარა მაგრამ თვალწარმტაცი გურიის ბინადარნი თავიანთი განათლებით უმაღლეს საფეხურზე დგანან. გურულები ძალიან მკაცრად იცავენ რელიგიურ წესებსა და სახალხო ჩვეულებებს, არიან მოხერხებულები, მოძრაობაში სხარტნი და ხალისიანი, ამაყნი, მრისხანედ შეიარაღებულნი, ყოველთვის ფხიზელნი, ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ღირსებას. გურული დგას უცილობლად მაღლა, ვიდრე ნახევრად ველური აბაზინი ან ღარიბი მეგრელი. მათ მისალმებასაც კი თან დაყვება პატივისცემის დახვეწილი გამოხატვა, რომელიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენთვის ევროპელებისათვის. ბუნებრივად ნათელი გონება, არის ნამდვილი ღვთის წყალობა, რომლითაც გურული უხვადაა დაჯილდოებული იმერელთან თანასწორად.
გურია დაყოფილია შემდეგ სამოურავოებად:
1. გურიანთა დასახლებებით: გურიანთა, ვაგე, თხინვალი, კახური, პოდსაბოლეთი, კონჭკათი;
2. ლიხაური აჭარისა და ქობულეთის მთები და დასახლებებით:ლიხაური და ქაქუთი;
3. ოზურგეთი დასახლებებით: ოზურგეთი, მაკვანეთი, კვირიკე, დუაბზუ, მელექედური და ექადია;
4. შემოქმედი დასახლებებით: შემოქმედის ძველი მონასტერი, უჩხუბი, ფატარი და ჭალა;
5. საკათალიკოსო დასახლებება ხიდისთავი;
6. ასკანა დასახლებებით: ვაკიჯვარი, ფამფალეთი, ფიჩხიჯვარი, ასკანა, ვანისქედი, ოქროსქედი, ბასილეთი და მეწიეთი;
7. საერისთავო დასახლებებით: ერკეთი, ჯვარცხმა, ჩოხატაური ;ფარცხმა, ამაღლება, ბუკნარი, გორა და ბერეჟოული;
8. საჯავახო დასახლებებით: ნანეშვილი, სოული, ქვემოხეთი და ზემოხეთი;
9. აკეთი დასახლებებით: სამება, ძიმითი, ნაგომარი და ოცხანა;
10. ლანჩხუთი დასახლებებით: ლანჩხუთი, ნიგოითი და შუხუთი;
11. ჩოჩხათი დასახლება ჩოჩხათით;
12. ჩიბათი დასახლებებით: ჩიბათი და ჯურყვეთი;
13. ჯუმათი გურიის მთავარი მონასტერით და დასახლებებით: ჯუმათი, ბოგილა და ბაილეთი;
გურია ირწყვება ძალიან ბევრი მდინარეებით, რომელთაგან აღსანიშნავია:
1. სუფსა მოედინება ახალციხის მთებიდან და უერთდება ზღვას გრიგოლეთთან, მდინარეები რომლებიც სუფსაში ჩაედინებიან: გუბაზოეული, საშუალა, აცაურა და ბახვისწყალი;
2. ნატანები რომელსაც უერთდებიან: ბჟუჟი, აჭისწყალი, ბაზრისწყალი, სკურდუბი, სკუჩა და იათა;
3. მალთაყვა სათავეს იღებს პალიასტომის ტბისაგან, მას უერთდება მდინარე სეფა;
4. ანტოპურო;
5. ძიმითი;
6. საკისწყალი;
გურიის ყველაზე უფრო საპატიო თავადები არიან:
– გურიელები აწგანსვენებული მთავრის მამია გურიელის ნათესავები
– მაჭუტაძეები დასახლება ლანჩხუთში
– ერისთავები საერთავოს სამოურავოში
– თავდდგირიძე ნაგომარში
– ნაკაშიძე გურიანთაში
მთავარ სახალხო გასართობს წარმოადგენს ბურთის თამაშის ნაირსახეობა, რომელსაც „თამაშა“ ჰქვია და გამოიყენება როგორც სამეგრელოში ისე იმერეთში, ხალხი ამ თამაშით ერთობა ძირითადად გურულთა მფარველის წმინდა გიორგის დღესასწაულზე. მეორე თამაში ჯოხებითაა და მას „ჯილიკს“ ეძახიან.
გურულების სიმღები ძალიან სასიამოვნო და მრავალფეროვანია: სიმღერათა უმრავლესობა მრავალხმიანია, რომლებსაც ქორო ასრულებს. ერთერთი მათგანი იმით იმსახურებს ყურადღებას, რომ იწყება ყველაზე უფრო ნელი ადაჟიოთ და ნელნელა გადადის პრესტისიმოში.
სიმღერას, რომელსაც მიწის დამუშავებისას მღერიან ნადური ჰქვია, ღომის აღების დროს მღერიან „ხელხვავს“, ხოლო ვენახის მოსავლის აღებისას „აგიდელას“.
P.S. პროფესორ ალექსანდრ ფონ ნორდმანის მოგზაურობა ამირკავკასიაში გამოქვეყნებულია 1938 წლის რუსეთის სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში, საიდანაც გადმოვთარგმნე გურიაში მოგზაურობის ნაწილი. ნორდმანის გურიაში მოგზაურობა სავარაუდოდ 1836 ან 1837 წელს უნდა შემდგარიყო. დასახლებების მდინარეების და მთების დასახლებები ზოგიერთ შემთვევაში ძნელად გასაგები გახლდათ და გადმოვიტანე იმ სახით როგორც იყო.
ფოტოზე – ფინელი ზოოლოგი, ბოტანიკოსი და პალეონტოლოგი პროფესორი ალექსანდრე ფონ ნორდმანი (1803-1866 წლები)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა