თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანის ნაწილი პარალიზებულია. სამტრედიდან ლანჩხუთამდე მიმავალი გზაა ჩაკეტეს. მიზეზი დაზიანებული გზის საფარია. ავტობანის ჯერ არ გახსნილ ნაწილზე ხიდი დაიბზარა. გზის მეორე ნაწილზე, კი ასფალტ ბეტონის საფარი აიყარა. ამ გზის მშენებლობისთვის მთავრობამ მილიონები დახარჯა, თუმცა ძვირად ღირებულ გზაზე ახლა ავტომანქანების ნაცვლად შინაური ცხოველები დადიან. რთული ვითარება შემოვლით გზაზეც, სადაც სატვირთოებს გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს, რის გამოც კოლაფსი შეიქმნა.