„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – არის თუ არა უცხო ენის არცოდნა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების ერთ-ერთი არგუმენტი? – ასე უპასუხა.
„ჩემი იმპიჩმენტის საკითხი, თქვენი მოგონილი ანეკდოტია. 7 ენა რომ იცის ის ადამიანი ტყვეობაში და მძევლობაში გყავთ აყვანილი, თქვენ რა “რუსულ ოცნებას” და არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს გამართულად”, – თქვა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხო ენის არცოდნის გამო, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან, შესაძლოა ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ.