“მე მინდა მივულოცო ყველას გიორგობა და აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების დღე! “

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“2004 წლის 6 მაისი არის, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი დღე, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ზოგადად საქართველოს, აჭარა 2004 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაკარგული, ადმინისტრაციულ საზღვართან იდგა საბაჟო, ძალიან ბევრ თანამდებობის პირს, თბილისიდან არ უშვებდნენ, იქ საერთოდ ადამიანებს აპატიმრებდნენ, იყო ცალკე იურისდიქცია, დარღვეული იყო საქართველოს კონსტიტუცია და აჭარას მართავდა ბოლომდე სეპარატისტული, პრორუსული რეჟიმი და ჩვენ, ყველამ ერთად, მოვახერხეთ აჭარის დაბრუნება დედა სამშობლოში, საქართველოში.
ყველამ, რაც არ უნდა იკამათოს — ეს არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, თანამედროვე საქართველოში, ჩვენს ეპოქაში, რომელიც დარჩება საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელოვან ფურცლად ისევე, როგორც განსაკუთრებით ის აღორძინება, რომელიც მოჰყვა აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას.
ბათუმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება, ისევე, როგორც დანარჩენი აჭარა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა — ცოტაც რომ დაგვცლოდა, მთელი აჭარა იქცეოდა ევროპის ყველაზე დიდ და ყველაზე განსაცვიფრებელ, განვითარების რეგიონად და ეს, ასეც იქნება სულ მალე.
მე მინდა მივულოცო ყველას გიორგობა და აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების დღე! “-აცხადებს სააკაშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share