ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა და სანქცირებულთა სიაში 197 ადამიანი და ცხრა ორგანიზაცია დაამატა.
“შვეიცარიის სანქციების სია ახლა სრულად იმეორებს ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალს”, – წერია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. ასევე, სანქციები დაეკისრა ცნობილ ბიზნესმენებს, რომელთა აქტივები შვეიცარიაში დღეიდან უნდა გაიყინოს.
შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.