არც ამერიკამ, არც საფრანგეთმა თუ ჩინეთმა უნდა მიკარნახოს, ჩემს ქვეყანაში როგორ ვიცხოვრო – დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა 30 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი ნათქვამის მნიშვნელობა განმარტა. ცნობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოში ოქიტაშვილი ამბობს – „მოვდივარ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვცეთ საშუალება თავისუფლად ვისუნთქოთ“.

ოქიტაშვილის განმარტებით, მას არ სურს, სხვა ქვეყნებისგან მიიღოს მითითება, თუ როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში.

„მინდა ვისუნთქო თავისუფლად“ – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ქვეყანაში მე როგორც მინდა, ჩემი არჩევანი უნდა დავიცვა და არც ამერიკამ, არც საფრანგეთმა თუ ჩინეთმა არ უნდა მიკარნახოს, ჩემს ქვეყანაში მე როგორ ვიცოცხლებ“, – განუცხადა TV პირველს დავით ოქიტაშვილმა. 

აქცია ლოზუნგით „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ რესპუბლიკის მოედანზე, 30 აპრილს არის დაგეგმილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share