ემზადებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” მორიგი ვანდალიზმისთვის? კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და დედაქალაქის შუაგულში მდებარე ხელოვნების მუზეუმი დაინგრევა. ლაპარაკია შენობაზე, რომელიც ორი საუკუნეა ქართული საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრია.
ახლა უნიკალური ნაგებობა, რომელიც პუშკინის სკვერთან, ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის სასტუმროს გვერდით და ამავე სასტუმროს მიწისქვეშა პარკინგის თავზე მდებარეობს, მართლაც უმძიმეს მდგომარეობაშია.
მაგრამ ექსპერტებისთვის, რომლებიც წლებია ითხოვენ მუზეუმის გადარჩენას გაუგებარია, რატომ მიიღო სამინისტრომ დემონდაჟის გადაწყვეტილება და რას ნიშნავს დასკვნაში ჩაწერილი ფრაზა, რომ რეაბილიტაცია – არარენტაბელურია.