რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე იმიტომ მიდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახოს, რამდენი ადამიანი გამოვა.
„რა თქმა უნდა, მივდივარ, აბა, რას ვშვები?! „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ, რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელ-ყელაობის მერე, „გულაობდნენ“ ასე, ჩვენს თავებზე, მეტი არაფერი. დიდი ხანია, 2012 წელს უნდა აკრძალულიყო „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია“, – აცხადებს ქეთი დოლიძე.
აქცია ლოზუნგით „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ რესპუბლიკის მოედანზე, 30 აპრილს არის დაგეგმილი.