“ნიკა უკვე გამარჯვებულია, მას ამ პატიმრობით უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინეს” – სოფო ლილუაშვილი

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, გვარამიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს:

“მე მგონია, რომ ნიკა უკვე არის გამარჯვებული და მას ამ პატიმრობით უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინეს. მე არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ ნიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ამ პატიმრობამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მე მგონია, რომ ნიკას ქულებმა ქვეყნის მოღვაწეობის დარგში ძაან მაღლა აიწია – შემიძლია ვთქვა, რომ ასსაც გადააჭარბა…
ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ნიკას საკითხის ირგვლივ ასეთი გაერთიანება, ეს დასტურია იმისი, რომ ნიკას საქმის ძალიან დიდი მნიშვნელობის დასტურია, იმიტომ რომ მე არ მახსენდება უახლოეს წარსულში რაიმე საკითხის ირგვლივ ასეთი გაერთიანება და კიდევ ერთხელ ეს ადასტურებს იმ სიძლიერეს, რაც ნიკას საქმეს და ნიკას უკავშირდება”, – განაცხაცა სოფო ლილუაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share