პრეზიდენტი სააკაშვილი ფაქტობრივად ვერ მეტყველებს – გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, შეფერხებული აქვს კომუნიკაცია და ფაქტობრივად ვერ მეტყველებს.

„პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გასული ღამე მძიმე იყო, მას მაღალი ტემპერატურა და წნევა აღენიშნებოდა, შეფერხებული აქვს კომუნიკაცია, ფაქტობრივად ვერ მეტყველებს, ასეთი პრეზიდენტი სააკაშვილი არავის ახსოვს. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან კრიტიკული და საყურადღებო. მისი მდგომარეობა მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც სახალხო დამცველის კონსილიუმმა, თავის 9 დასკვნაში თქვა, ახლა იმ ეტაპზე ვართ მისული, მას არა თუ გადაადგილება უჭირს, არამედ მეტყველების უნარი ძალიან შეფერხებული აქვს და რამდენიმე წინადადების, ან აზრის გადმოცემას სჭირდება დიდი დრო“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share