ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს.
„დღეს საღამოს, ძველ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ამ ორ ჯეელს, რომლებიც ნაწილობრივ გამოწყობილები იყვნენ რუსულ სამხედრო ფორმაში, სახელწოდებით “გორკა”, გადაეყარა ჩვენი ორგანიზაციის, ძალა ერთობაშია ს წევრი.
როდესაც ეს ორი მვანე სუბიექტი გააჩერა და ინგლისურად გამოელაპარაკა, ახალგაზრდამ ნაბიჯს აუჩქარა და მიიმალა, ასაკოვანი კი გაჩერდა და რუსულად უპასუხა.
ინგლისური არ ვიციო და პოლონელი ვარო, ყოფილი ჯარისკაცი.
სამხედრო ჟეტონებიც ეკიდა გულმკერდზე.
ამოცანა გვეკითხება:
კითხვა#1 – ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ორი სუბიექტი?
კითხვა#2 – პოლონელი ყოფილი ჯარისკაცი ჩაიცვამს თუ არა რუსულ სამხედრო ფორმას და დაილაპარაკებს თუ არა რუსულად?
კითხვა#3 – რამდენად შესაძლებელია, 2 პოლონელ ტურისტს ეცვას ერთნაირი სამხედრო, რუსული ფორმა და როდესაც ქუჩაში გამოელაპარაკა უცნობი, ერთ-ერთი აჩქარებული ნაბიჯით გარბის?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთული არ არის, მაგრამ საქართველო რომ ფსბ – ს “პრახადნოი” სადარბაზოდ გადაიქცა, სამწუხარო რეალობაა“, – წერს ქაცარავა.