ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საახალწლოდ მორთული ოზურგეთის ფოტოებს ავრცელებს წარწერით – პირველი თოვლი ოზურგეთში.
თუმცა ფოტოებზე არ ჩანს მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ოზურგეთში უკვე რამდენიმე დღეა დადგეს – კონსტრუქცია ააწყვეს და ტოტები მიამაგრეს, თუმცა მისი მორთვა სათამაშოებით და სამშვენისებით რამდენიმე დღეა, ვერ მოახერხეს.
ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარე ვერ დაიმსახურა ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე დადგმულმა საახალწლო ნაძვის ხემ მერის ფოტოებში მოხვედრა.