სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაიკო ჩიტაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„დღეს ზურა შევარდნაძის პოსტი ვნახე, როგორ მოხოდეს რუსებმა საქართველოში ბიზნესები კვების, ფლორისტიკის, პიარის სფეროში და როგორ ჩააჩოჩეს ნელ-ნელა ბაზარზე საქართველოს მოთამაშეები. გარდენიაზე მოთხოვნა კი, მისი სივრცის ქირაობის და ჭურჭლის რეცხვის დონეზე დაიყვანეს.
იგივე ხდება უძრავი ქონების გაქირავების ბიზნესში. იცით, ალბათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბინების გაქირავება სხვადასხვა პლატფორმებზე არის მთავარი შემოსავლის წყარო. აქაც ფეხი ჩაუდგეს რუსებმა.
გასულ წელს ამ პერიოდისთვის საშუალოდ ბინები 90%-ით იყო დატვირთული ეარბიენბისა და ბუქინგზე, ახლა ეს მონაცემი თითქმის განახევრებულია“, – წერს ჩიტაია.