დიდი ხანია მინდოდა, რომ დამესვენა ხოდა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ბარემ დავისვენებ. ძაან რთული სამუშაო გრაფიკი იყო წლების მანძილზე და ცოტა ჩემი ჯანმრთელობაც შეარყია – ასე ხსნის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი წოწკოლაური გადადგომის მიზეზებს.
“მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში წოწკოლაური ამბობს, რომ “გაუგებრობას” ადგილი არ ჰქონია, თანამდებობა პირადი მიზეზებით დატოვა და “რჩება ოცნების გუნდში”.
ამბობს, რომ არ იცის ვინ შეცვლის თანამდებობაზე, თუმცა მისი შემცვლელი ახალმა მინისტრმა აზარაშვილმა უკვე წარადგინა.
ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებენ მინისტრის სხვა მოადგილეები – თამარ გაბუნია და თამილა ბარკალაია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის ზურაბ აზარაშვილმა შეცვალა.