ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა პოსტი დატოვა, ახალი მოადგილე ილია ღუდუშაურია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი უცნობია.

ამასთან, ახლადდანიშნულმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ახალ მოადგილედ ილია ღუდუშაური წარუდგინა.

ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share