“ამ ოპოზიციის შემყურე, სავსებით შესაძლებელია, „ოცნებამ“ 43% ბარიერი გადალახოს”

“შემოდგომისთვის დანიშნული არჩევნების შედეგები მეორეხარისხოვანი იქნება. გადალახავს თუ არა 43%-იან ბარიერს „ქართული ოცნება“ და შედგება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ეს იქნება შემოდგომის არჩევნების მთავარი ინტრიგა. – იმ ოპოზიციის შემყურე, რომელიც გვყავს, სავსებით შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ბარიერი გადალახოს. ვხედავთ, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს კომუნიკაცია ხალხთან. დიდი ხანია გამოაცხადეს ხალხში გავალთო, მაგრამ ესენი ჯერ ხალხში გასული არ გვინახავს. არდა, ასეთი ტიპის კომპანიას იგებს რესურსები. ბუნებრივია, რესურსები ხელისუფლებას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ოპოზიციას”-ასეთია ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასება მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც მან “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share