ოდრი და ჟივენში – მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

მო­დის სამ­ყა­როს ასე­თი ლა­მა­ზი და მტკი­ცე პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია არ ახ­სოვს. სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ფილ­მის სცე­ნარს უფრო ჰგავს, რომ­ლის “სი­უ­ჟე­ტის” თა­ნახ­მად, 1953 წელს, ფილმ “საბ­რი­ნას” გა­და­ღე­ბი­სას, ოდრი ჰე­პ­ბერნ­მა პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას, გა­ი­გო ჟი­ვენ­შის თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის შე­სა­ხებ, მის­მა სუფ­თა ჭრი­ლებ­მა და სი­ლუ­ე­ტებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მან მა­ლე­ვე და­ნიშ­ნა ვი­ზი­ტი, ფრანგ კუ­ტუ­რიე უბერ დე ჟი­ვენშთას და მის სტუ­დი­ას ეწ­ვია. ოდ­რის ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო, გა­ერ­კვია, შეძ­ლებ­და თუ არა, იმ დრო­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო

დი­ზა­ი­ნერ­თან “საბ­რი­ნას­თვის” მდიდ­რუ­ლი კა­ბე­ბის შექ­მნას. ეს იყო მათი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა და უც­ნა­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლის და­სა­წყი­სი.

fb

ჟი­ვენ­ში ოდ­რის სტუმ­რო­ბას არ ელო­და, არც კი იცო­და ვინ იყო. ის ელო­და იმ დრო­ის­თვის ბევ­რად ცნო­ბილ და პო­პუ­ლა­რულ კეტ­რინ ჰე­პ­ბერნს…”მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი კეტ­რინ ჰე­პ­ბერნს, დად­გა ეს დღეც, კარი იღე­ბა და შე­მო­დის ოდრი

ჰე­პ­ბერ­ნი. ამ მო­მენ­ტში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ… ეს იყო ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ადა­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით სავ­სე თვა­ლე­ბით, მოკ­ლე თმით, სქე­ლი წარ­ბე­ბით, რო­მელ­საც ეცვა ძა­ლი­ან ვიწ­რო კოჭს ზე­მოთ გა­დაჭ­რი­ლი შარ­ვა­ლი, ბა­ლე­რი­ნის ფეხ­საც­მე­ლი და პა­ტა­რა მა­ი­სუ­რი, რო­მელ­შიც ჭიპი უჩან­და. თავ­ზე ჩა­ლის გონ­დო­ლი­ე­რის ქუდი ეხუ­რა, რო­მელ­საც წი­თე­ლი ლენ­ტი ეკე­თა წარ­წე­რით – “ვე­ნე­ცია”, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­და ჩემ­ზე? მე­უბ­ნე­ბა, რომ ის არის “რო­მა­უ­ლი არ­და­დე­გე­ბის” გმი­რი, რომ მზად­დე­ბა კი­დევ ერთი კი­ნოპ­რო­ექ­ტი, “საბ­რი­ნა”, რომ­ლის გმი­რიც თვი­თო­ნაა და “პა­რი­ზის სუ­ლის­კვე­თე­ბით” უნდა ჩა­იც­ვას”…

ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონ­მა ჟი­ვენშს ჰკი­თხა: – სურ­და, თუ არა მისი გარ­დე­რო­ბის შექ­მნა “საბ­რი­ნას­თვის”? დი­ზა­ი­ნერ­მა უარი გა­ნუ­ცხა­და: – “არა, ქალ­ბა­ტო­ნო, ბო­დი­ში, მაგ­რამ მე ვერ ჩა­გაც­მევთ, რად­გან მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მე­ყო­ლე­ბა საკ­მა­რი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი 15-20 კა­ბის შე­სა­კე­რად, ჩემი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი”. “გა­ა­კე­თეთ, რაც შე­გიძ­ლი­ათ, მაგ­რამ მსურს რომ ჩა­მაც­ვათ” – გა­ნუ­ცხა­და ოდ­რიმ. ერ­თთ­მა­ნეთს უა­რით და­ემ­შვი­დობ­ნენ, მაგ­რამ ოდ­რიმ ეს უარი არ მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად ნაზი გა­რეგ­ნო­ბი­სა, მას მტკი­ცე და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ოდ­რიმ ჟი­ვენ­ში სა­დილ­ზე და­პა­ტი­ჟა, დი­ზა­ი­ნერ­მაც მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა. “მან მი­მი­პა­ტი­ჟა სა­დილ­ზე, რაც მა­შინ ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო”…

 

fb

სწო­რედ ეს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლაფ­რის შემ­ცვლე­ლი. “ვახ­შმის დროს არ ვიცი მისი ხიბ­ლი მოქ­მე­დებ­და თუ არა, მაგ­რამ მან და­მარ­წმუ­ნა, რომ მის­თვის კა­ბე­ბი უნდა შე­მექ­მნა. ვახ­შამ­ზე მივ­ხვდი, რომ ის ან­გე­ლო­ზი იყო. მე­ო­რე დღეს, ის დაბ­რუნ­და სტუ­დი­ა­ში, ჩვენ ერ­თად და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­მო­მავ­ლო კო­ლექ­ცი­ის ტან­საც­მე­ლი, მას ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზომა. იგი­ვე მო­დე­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონ­და, რაც ვაჩ­ვე­ნე. შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე, რომ მის­თვის სხვა კა­ბე­ბიც შე­მექ­მნა. ეს იყო ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­სა­წყი­სი.” – იხ­სე­ნებს ჟი­ვენ­ში. ფაქ­ტია, სა­დილ­ზე ოდ­რიმ ჟი­ვენ­შის მო­ჯა­დო­ე­ბა შეძ­ლო, მისი გული ოდ­რის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბამ და­ი­პყრო და და­ი­წყო მათი ნა­ყო­ფი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ოდ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე გაგ­რძელ­და. წლე­ბის შემ­დეგ ოდ­რი­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავ­და: “მისი სი­ლა­მა­ზით, ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­თა და სუ­ლის სიმ­სუ­ბუ­ქით მო­ვი­ხიბ­ლე”.

https://www.kvirispalitra.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share