პარლამენტარი ბექა დავითულიანი ფარული ჩანაწერების შესახებ ცნობების გავრცელებას ხუმრობით ეხმაურება. დავითულიანის თქმით, ის თავად ისურვება, რომ მას უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ მის სიტყვებს.
ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ის ამბობს, რომ კანონის ფარგლებში, მოსამართლის ნებართვით, შესაძლოა ზოგიერთმა უწყებამ მიუყურადოს ან ფარულად მოუსმინოს ამა თუ იმ პირს.
ის დასძენს, რომ დარწმუნებით არ იცი, რომელ ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა, ამბობს, რომ ეს – „მოგონილი თემაა“.
„კანონი არსებობს, კანონის ფარგლებში ყველას გვაქვს ჩვენი უფლებები, მათ შორის, გარკვეულ ინსტიტუტებს. მათ შორის, იმ ინსტიტუტებს, რომლის ხელში არის მოსმენის „გასაღები“ და ეს ერთ ხელში არ არის, მოსმენის საკანონმდებლო რეგულაციებით, რომელიც შევქმენით.
აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს იმის ეჭვი, რომ რომელიმე უწყებამ განახორციელა უკანონო მოქმედება, მას აქვს სამართლებრივი ბერკეტები, რომ ამაზე იდავოს.
რა შუაშია „ქართული ოცნების“ პირობები, როდესაც არსებობს სასამართლო?! .. იმ პირობებში, როდესაც „მთავარი არხი“ გამოვა და ნებისმიერ თემაზე მოიგონებს აჟიოტაჟს.. აბა ფიგურანტები?,“ – ამბობს ის.
„ნეტა ყველამ მისმინონ და გაითვალისწინონ, რასაც ვამბობ,“.