“მე ასეთი უტიფარი განცხადება, აი ამ დონიდან არ მომისმენია” – ვოლსკი იუკნევიჩიენეზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას უტიფარს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მოკავშირე “ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც გესტაპოს მეთოდებით მართა სახელმწიფო.

ევროპარლამენტარმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ თუ  მმართველი პარტიის არჩევანი ივანიშვილია და არა EU-ს წევრობა, ნიშნავს, რომ მათთვის ის ევროპულ პერსპექტივაზე უკეთესია.

ვოლსკი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკაში არ ერევა და არის მეცენატი, რომელმაც ქვეყანას ბევრი კარგი რამ გაუკეთა.

“მე ასეთი უტიფარი განცხადება, აი ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ შენი მოკავშირეა პოლიტიკური პარტია ნაცმოძრაობა და დიდი ხანია ხდება ეს, თუმცა ხომ ყველამ იცის, რომ მოკავშირეა შენი პარტია, რომელიც გესტაპოს მეთოდებით მართა სახელმწიფო და 2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც გაუყენა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას. ეს მან კარგად იცის, თუმცა მიუხედავად ამისა დგას ამ ოპოზიციაზე, ვინაიდან გამოეცალათ ყველა სხვა არგუმენტი. უნდა ებრძოლონ ადამიანს, ვისაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის, როგორც მეცენატს ” – ამბობს ვოლსკი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share