დღეს, 26 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები