“უკრაინული ძალები ახლა აკონტროლებენ კიევს და მის გარშემო არსებულ მთავარ ქალაქებს”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის გეგმა მისი დაჭერის შესახებ, ჩავარდა. მისი თქმით, რუსეთის გეგმა იყო გასულ ღამეს ის დაეჭირათ და უკრაინის ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტი დაესვათ.

„რუსეთის გეგმა ჩემი დაჭერის შესახებ ჩავარდა. უკრაინული ძალები ახლა აკონტროლებენ კიევს და მის გარშემო არსებულ მთავარ ქალაქებს“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს ზეწოლა გააძლიერონ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა უკრაინაში შეჭრა შეჩერდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share