ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადება:
„შეერთებული შტატები, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო, „ ქართული ოცნების” განცხადება, რომ აპირებს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულას მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შეიძლება გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს”.
განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ბენ კარდინი რობ პორტმანი, ქრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.