ნიკა გვარამია თავისუფალია. “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა.
რუსთავის ციხესთან მას ოჯახის წევრები, “მთავარი არხის” თანამშრომლები, მეგობრები და თანამებრძოლები ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
2022 წლის 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.