ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში,გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გურული მარნებისა და ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე შესრულდა ჭურის მოხდის ცერემონიალი.
გურული ღვინის ფესტივალი 2022 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაარსდა და მიზნად გურული ენდემური ჯიშებისგან წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს.