ხვალ თბილისში, ბათუმში , თელავში ბახმაროს დასაცავად სოლიდარობის აქცია ტარდება.
ხელწერები მოგროვდება ჩვენს მიერ შექმნილ და გავრცელებულ პეტიციაზე. აქციები გურიაშიც ჩატარდება.
მთავარია ხელწერები შეგროვდეს.
ახლა ეს თემა გურულებმა დავძარით და რეზონანსული გახდა.
სამოქალაქო მოძრაობა-ერთად დავიცვათ ბახმარო -დავაანონსეთ უკვე კარგა ხანია.
ჩოხატაურში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და ხელწერებს აგროვებენ.
პრესკონფერენცია ახალ კვირაში შედგება. უმოქმედობას ნუ დაგვაბრალებთ!-წერს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი, ირმა გორდელაძე.