საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვივა მედიდან წერილს ავრცელებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრემიერის იმ განცხადებების პასუხად, სადაც ისინი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს:
”თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით ? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.
და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზებით და არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.
ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა.
მაინც დაგამარცხებთ!” წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ მიიღო, დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არაა.