ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს.
მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა. მანამდე კორპუსთან ბუნებრივი აირის სუნი იყო, რის გამოც შესაბამისი ბინის ონკანი გადაიკეტა. ადგილზე ასევე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალბატონები.
შემთხვევის ადგილს პოლიცია იცავს და ადგილზე ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან.
წყარო – “გურია თუდეი”