ტოპონიმიკა – ჩანჩქერი ასკანაში

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას აგრეთვე ი. მეგრელიძის მიერ გაანალიზებულ რამდენიმე ო- პრეფიქსიან სახელწოდებაზე. ესენია: ოყვავილა, ოჩენჩხა, ოჩონჩხა, ამათგან ოყვავილა მდინარეა სოფ. ზემო აკეთში. მისთვის ამოსავალ ფუძედ ნავარაუდევია ქართული სიტყვა ყვავილი.
.
ჩვენი აზრით, აღნიშნულ ტოპონიმს საფუძვლად უდევს გურული დიალექტური სიტყვა ყვავილა. ასე ეწოდება ერთგვარ ბალახს, რომლის ლიტერატურული სახელწოდებაა ჭოტანა.
.
ტოპონიმ ოჩერჩხაში გამოყოფილია ორი ფუძე- “ოჩე” – “ვაკე” და ჩხე “მალარია” და მთლიანად სახელწოდება თარგმნილია როგორც малярийная равина. ოყვავილა წარმოქმნილია ქართიზაციის ან მის
მომდევნო პერიოდში ზანური მორფოლოგიური სუბსტრატის დახმარებით.
.
ანალოგიურად ოჩონჩხაც დაყოფილია ოჩე და ჩხა ფუძეებად. ვფიქრობთ, აღნიშნული ტოპონიმები ეთფუძიანია, წარმოქმნილი სახელებია და არა
კომპოზიტები. გურულში გვაქვს სიტყვები ჩე[რ]ჩხ//ჩო[რ] -ჩხ//ჩორჩხინ, რაც აღნიშნავს ქვებამოშვერილ ადგილს, კლდეს (ამავე შინაარსს შეიცავს მეგრული გეოგრაფიული ტერმინი ჩხორჩხი), ასეთი ადგილები კი ხშირია მდინარეთა კალაპოტებში, წყლისპირებზე, ჩანჩქერებთან. აღნიშნული დიალექტური ფუძეებიდან ზანური ო- პრეფიქისით წარმოქმნილან ტოპონიმები: ოჩერჩხა//ოჩორჩხა – ღელე სოფ. ზემო აკეთში, ოჩორჩხა – ღელის ქვემოწელი სოფ. ქვედა ძიმითში, ოჩორჩხინა – საძოვარი სოფ. გვიმრალაურში, ოჩორჩხონაი – ჩანჩქერი სოფ. ჩოჩხათში, ოჩორჩხონას ღელე – ღელე სოფ. ჯუნმერეში, ოჩორჩხინას – წყალი – ღელეები სოფ. განთიადსა და კონჭაკათში, ოჩოჩხა – სახნავი სოფ. გორაბერეჟოულში, ოჩოჩხე – ჩანჩქერი სოფ. ასკანასა და მშვიდობაურში, ოჩოჩხონაი – ჩანჩქერი სოფ. ცაცხვიანში (შდრ. სოფლის სახელი ჩოჩხათი).
.
გურული დიალექტის ტოპონიმური სისტემა – რ. ძნელაძე
შეიძლება იყოს ბუნება და ჩანჩქერი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share