ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია ადამიანი ვის აძლევს ხმას, ვის უჭერს მხარს-წულუკიანი

”შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ასეა, რომ ჩემთვის აბსოლუტურასულ ერთია ადამიანი ვის აძლევს ხმას, ვის უჭერს მხარს. მართლა სულ ერთია თუკი ის არ არის საჯარო სამსახურში საბოტაჟით და უპასუხისმგებლობით დაკავებული. თეატრი სახელმწიფო ორგანიზაციაა, მუზეუმი, მით უმეტეს, იმხელა ფასეულობებს ინახავს, რომ ის არ არის თეატრი, სადაც კრეატივი დუღს და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კონსერვატიული დაწესებულება, სადაც დოკუმენტებს აქვს უპირველესი მნიშვნელობა, დაცულობას აქვს მნიშვნელობა.”

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში. მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სფეროს სხვადასხვა დაწესებულებიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share