”კულტურის მინისტრის რიტორიკა ხომ ლანძღვა-გინებაა რა. კულტურის მინისტრია და მაშინაც ვუთხარი, რომ რატომ აქვს ეს რიტორიკა, ასეთი რაღაც აგრესიული, დაბოღმილი. რაღაცნაირად იქნებ კულტურის სფეროში მოღვაწეებს, ვისაც ეკონტაქტება მათ ვთხოვოთ, რომ დამაწყნარებლები მისცენ, რაღაც კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ ამ ადამიანს, დავამშვიდოთ რა. რა არის ეს ამხელა აგრესია, თუნდაც რაც ისმის ტელევიზიაში მისი მხრიდან.”
აღნიშნულის შესახებ პარტია “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.