ეძებდა თუ არა “ქართული ოცნება” საქართველოს მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე კომპრომატებს. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე მოსმენის ობიექტი იყო. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანი შეწყალების კომისიის მუშაობაზე კომპრომატების მოპოვება იყო.
ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მიზანი ზვიად ქორიძის მოსმენა იყო. მოსმენაზე ჩართვის გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე რომან ხორავა აწერს. განჩინების მიხედვით, გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირი მოსმენით მიიღო. შუამდგომლობის ავტორი ირაკლი შოთაძეა. მარგველაშვილის გარემოცვას შოთაძის ბრძანებით 2017-2018 წლებში უსმენდნენ.
ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს პროკურატურა ედავება, რომ მის კლიენტს, ოთარ გრიგალაშვილს 12 ათასი ლარი შეწყალების კომისიაში თანხის ჩაწყობის სანაცვლოდ გამოსძალა. ადვოკატის თქმით, ეს მისი მომსახურების საფასური იყო. საქმის მასალებში ირაკლი ფხალაძის ზვიად ქორიძესთან სატელეფონო საუბარი არ დევს. ფარულ მოსმენაზე მისი მობილური ტელეფონი ჩართული არ ყოფილა.