ყოფილმა პოლიტიკოსმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა.
„თუ ომი დაიწყება, ის რა ფორმას და მასშტაბებს მიიღებს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მსხვერპლის გაღებაზეა მზად პუტინი. მთავარი კითხვა, რომელიც დგას ის არის, აცნობიერებს თუ არა კრემლი იმას, რომ რეალური საომარი მოქმედებების დაწყების პირობებში მისი მარცხი გარდაუვალია. თუ ის ამას აცნობიერებს და დარწმუნებულია იმაში, უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც დასავლეთს და ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ მასთან შედარებით. სახეზეა და ამ უპირატესობის გამო მისი დამარცხება გარდაუვალია, ვფიქრობ, რომ ომი არ იქნება. თუ პუტინს ბოლომდე რეალიზებული აქვს ის საფრთხე, რის წინაშეც დგას, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ბოლომდე ივაჭრებს, მაგრამ უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში არ ჩაებმება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.