ოზურგეთელი სპორტსმენების 12 ოქროს მედალი საერთაშორისო ტურნირიდან

ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლე ფულ-კონტაქტ კარატეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
 საერთაშორისო ტურნირი კარატეში საზეიმოდ , საქართველოს დროშის აწევით, საქართველოს ჰიმნით და ფოლკლორული ანსამბლების
,, იადომნისა ,, და ,,ზენაარის ” გამოსვლით დაიწყო.
ტურნირში მონაწილეობა, ასეულობით სპორტსმენმა სომხეთიდან და საქართველოდან მიიღო.
შეჯიბრი ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში გაიმართა.
ტურნირის გახსნას, სპორტის სასახლეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი კობა ბალავინოვი, გაერთიანების მოადგილე გიორგი კალანდაძე, სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან ესწრებოდნენ.
შეჯიბრს ორგანიზება საქართველოს კემპოს ეროვნულმა ფედერაციამ მსოფლიო დუკენდოს ფედერაციამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელი დაწესებულებათა გაერთიანებამ ერთობლივად გაუწიეს.
საერთაშორისო ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვანდოს სექციის სპორტსმენებმა 11 ოქროს მედალი მოიპოვეს.
I ადგილი
ურეკი ( მწვრთნელი – დავით სარიშვილი)
გიორგი პირუკი ( 2007 წ ) 62 კგ
გია მოქია ( 2017 წ) 17 კგ
ურეკი ( მწვრთნელი – გიორგი ბერიძე)
ფრიდონ ჩხარტიშვილი 45 კგ
ლუკა ჩხვიმიანი 50 კგ
ზურაბ ჩხვიმიანი 52 კგ
გუგა აფშილავა 38 კგ
ლუკა ჩუბინიძე 74 კგ
ილია ჩუბინიძე 27 კგ
ოზურგეთი ( მწვრთნელი – ირაკლი ტუღუში)
დანიელ ხუციშვილი ( 7 წ. 22კგ)
ნიკოლოზ ერქომაიშვილი ( 7 წ. 24 კგ)
მარიამ სეფიაშვილი ( 11 წ. 44 კგ)
შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share