ოთხი ოზურგეთელი სპორტსმენი მკლავჭიდში მსოფლიო შესარჩევ ტურნირზე გაემგზავრება

18 ივლისს თბილისში, მკლავჭიდში მსოფლიო შესარჩევი ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს.
ოზურგეთელთათვის წარმატებული გამოდგა ტურნირი და ოთხი სპორტსმენი : ანრი სურმანუძე ( ევროპის ჩემპიონი) , დაჩი ჩხაიძე ( ევროპის ვიცე – ჩემპიონი) საბა ეზიეშვილი ( დებიუტანტი) და დავით თენიეშვილი ( ევროპის ჩემპიონი) 18 აგვისტოს ყაზახეთში მსოფლიოზე იასპარეზებენ და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს და ჩვენს ოზურგეთს ასახელებენ.
ოთხივე მკლავჭიდელი პერსპექტიული და საიმედო სპორტსმენია. მათ შორის საბა ეზიეშვილზე უნდა ითქვას, რომ ევროპაზე მედლის გარეშე დარჩენის მიუხედავად, მსოფლიოს შესარჩევზე მოახერხა და საგზური მოიპოვა. საბა წელიწადზე ცოტა მეტია, რაც მკლავჭიდში ვარჯიშობს და ბევრს მიაღწია.
ვინმედოვნებთ, რომ ბიჭები მოახერხებენ და ამჯერად მსოფლიო ასპარეზობიდან მედლებით, ჩემპიონები დაგვიბრუნდებიან.
ოზურგეთელ მკლავჭიდელებს მწვრთნელები – გიორგი რუსიეშვილი , ილია ჟვანია და ზური ბურჭულაძე არიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share