მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი “შპარგალკის” გამო მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ეტალონი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელზე, სოფიო გორგოძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდებზე წელს ჯამში 18 500-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, გამოცდებზე კი 82%-ზე მეტი გავიდა.