ჟურნალისტი, ვიკა ბუკია საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“კალაძე რომ ქოცი ხდებოდა, შევჩენკო დაიყენა, მახსოვს, ფეხბურთელი. 2012 წელს. თქვენც გახსოვთ ალბათ დასამახსოვრებელი ჩართვებიდან. ხელი არ გაუშვია მისთვის. ყველგან დაყავდა და მის მხარდაჭერას კამპანიაში იყენებდა.
დღეს შევჩენკოს ქვეყანას უჭირს. უჭირს ძალიან. და მისი მეგობარი რას აკეთებს? ოპოზიციას დასდევს, დროშები არ ჩამოკიდოთ თამაშზე, სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევთო.
რა სირცხვილია.
Andriy Shevchenko Слава Україні! Героям слава!”, – წერს ბუკია.
ცნობისთვის, საქართველო-რუსეთის ნაკრებების თამაში 27 თებერვალს, დინამოს სტადიონზე გაიმართება.