გრეტა გერვიგის მიერ გადაღებული ფილმი ბარბი ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
მხოლოდ გახსნის კვირაში Mattel-ის თოჯინას შესახებ გადაღებულმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 356 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ დრომდე ფილმმა $780.7 მილიონი გამოიმუშავა.
აქამდე ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმი პეტი ჯენკინსის ქალი საოცრება იყო.