ჩვენ გვირჩევნია მონაკოს უკანალზე ვაკოცოთ, ვიდრე რუსეთში მსოფლიოში საუკეთესო კურორტები ავაშენოთ – თინა კანდელაკი

„ჩვენ, გვირჩევნია მონაკოს უკანალზე ვაკოცოთ, ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო კურორტები რუსეთში ავაშენოთ“, – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი-პროპაგანდისტი თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“ წერს.

„რუსეთში ოლიგარქია კოსმოსური სიჩქარით მილიარდებს შოულობს და აი, ვოლგის კურორტებში კი რუბლიც არ ჩაუდიათ. აბა რა, ჩვენ გვირჩევნია მონაკოს უკანალზე ვაკოცოთ, ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო კურორტები რუსეთში ავაშენოთ. მაგრამ ისტორია ტყის ყველაზე კარგი სანიტარია. ახლა, როდესაც ბევრს ეს მილიარდები აუორთქლდა, იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი რუსული სამყარო მიღებულ შემოსავალს აქვე რუსეთში დახარჯავს და ისეთივე კარგ მემკვიდრეობას შექმნის, როგორც რუსული იმპერიის ვაჭრებმა შექმნეს.

როდესაც ძველი რუსეთის ქალაქებს ვუყურებ, რთულია ერთი აზრი არ გაიზიარო. სად იქნებოდა ეს მთელი ევროპული რენესანსი, ჩვენ რომ თათარ-მონღოლთა შემოსევა არ გაგვეჩერებინა? რუსეთმა დასავლეთი ამ ომებისგან გადაარჩინა, მაგრამ რუსეთი სისხლისგან დაცალა.

წარმოგიდგენიათ, რის აშენებას შეძლებდნენ ეს ადამიანები, რომ არ ყოფილიყო რუსეთში სამოქალაქო ომი, მეორე მსოფლიო ომი?

მე იაროსლავლში ვიმყოფები, რამდენ საიდუმლოებას ინახავს ეს ქალაქი! ეკატერინეს ეპოქიდან ვერცხლის საუკუნის ქორწილებამდე. რამდენი ფილმის და სერიალის გადაღებაა აქ შესაძლებელი!

უბრალოდ ეს ქალაქი წესრიგში უნდა მოვიყვანოთ“, – წერს თინა კანდელაკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share