დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა  სინოდალურ ზნეობრივ კომისიას დაევალა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.

„მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

1. წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებთან დაკავშირებული პრობლემა დააყენა.

აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).

რაც შეეხება დეკანოზ ბასილ კვირჩხილაძის საკითხს, წმინდა სინოდმა დაადგინა:

წმინდა სინოდმა მოისმინა შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე) გამოსვლა, აღნიშნულ ეპარქიიის მღვდელმოქმედება აკრძალული დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის შესახებ.

და განაჩინა:

დეკანოზ ბასილ კვირჩილაძის საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ ზნეობრივ კომისიას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share