ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

არადა, ქართველომა ძიუდოისტმა კარგად დაიწყო: ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ კი, ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო იპონით დაამარცხა, შემდეგ ბელარუსი დმიტრი მინკო მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში სერბ სტრაინია ბუნჩიჩს ასევე იპონით მოუგო.

ფინალში მარგველაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდება და მეორე წუთზე მეტოქის ილეთი გაეპარა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა და ევროპირველობას ნაადრევად დაემშვიდობა. ამ წონაში საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო რუსეთის სახელით გამომსვლელი იაგო აბულაძე – ბრინჯაოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share