გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 6 ლაითურიდანაა, ხოლო ერთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა.
“გურიის რეგიონში გვაქვს კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევა ბოლო მონაცემებით. 6 ინფიცირებული დაბა ლაითურიდანაა, ხოლო ერთი გახლავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. რაც შეეხება გარდაცვლილ 5 პაციენტს, ჩვენი რეგიონიდან არცერთი არაა.”- გვითხრა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში კორონავირუსის 176 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 134 ოზურგეთში, 31ლანჩხუთში და 11 ჩოხატაურში. დაბა ლაითურში კი შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია. კორონავირუსი დადასტურებული აქვთ პედაგოგებს, მოსწავლეებს, სკოლის ავტობუსის მძღოლს, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ თანამშრომლებს.