საქართველოში ხელისუფლება და მმართველობა არის მიდრეკილი ავტორიტეტული გადაწყვეტილებებისკენ – გორგილაძე

”საქართველოში ხელისუფლება და მმართველობა არის მიდრეკილი ავტორიტეტული გადაწყვეტილებებისკენ” – ამის შესახებ მწერალმა და ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ განაცხადა.

“კულტურული და სახელოვნებო სივრცეები დომინოს პრინციპით ეცემა და დავინახეთ ისიც, რომ მწერალთა სახლი, თითქოს და რაღაც ბოლო ბასტიონია, რომლის წაქცევის მცდელობაც არის. სამწერლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა არ უნდა მიიღონ. ჯერ იყო მუზეუმები, შემდეგ კინო, ახლა უკვე ლიტერატურა. ეს არ არის ჩემთვის გასაკვირი, იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლება და მმართველობა არის მიდრეკილი ავტორიტეტული გადაწყვეტილებებისკენ და, შესაბამისად, ეს აბსოლუტურად მოსალოდნლი იყო ჩემთვის”. – ამბობს გორგილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share