„რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა“ – სანდრა რულოვსი

ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი რაჭის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„ბევრჯერ ვყოფილვარ რაჭაში, ონის რაიონში, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მეგობრების და ულამაზესი ბუნების სანახავად… მაგრამ რაც ამ დღეებში ვნახე და ვიგრძენი პანაშვიდებზე ყოფნისას, ენით აღუწერელი, უმძიმესი და დამანგრეველი განცდაა. ის გამწარებული ოჯახიც მოვინახულე, რომლის ცხრა წევრი სტიქიას ემსხვერპლა. იმედს ვიტოვებ, რომ გმირი მაშველები იმათაც იპოვიან, რომელთა ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია  სადაც და რითიც შემიძლია ვეხმარები კონკრეტულ ადამიანებს. ვიზიარებ დაზარალებულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას“, – წერს სანდრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share