ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის “მარჯვენა” ხელი და “ვაგნერის” დაჯგუფების მეთაური დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე, ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.