ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის “მარჯვენა” ხელი, დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა – მედია

ტვერში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინის “მარჯვენა” ხელი და “ვაგნერის” დაჯგუფების მეთაური დიმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე, ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share